People-მა 2017 წლის სექსუალური მამაკაცი დაასახელა

საქართველო, თბილისი - 13:23 | 15.11.2017
ნანახია: 1250

ამერიკულმა ჟურნალმა People-მა 2017 წლის სექსუალური მამაკაცი დაასახელა. ის 41 წლის ქანთრი-მუსიკოსი და მომღერალ გვენ სტეფანის ბოიფრენდი ბლეიქ შელტონი გახდა.

 „გმადლობ,People! არ შეგძულდეთ იმისთვის, რომ ლამაზი ვარ...“ - იხუმრა შელტონმა Twitter-ში.

მსოფლიოს სექსუალური მამაკაცის შეყვარებულმა გვენ სტეფანიმ სასიამოვნო სიახლეზე მოკლე კომენტარი გააკეთა: „ნუ, მათ სწორი არჩევანი გააკეთეს!“.

48 წლის სტეფანი და 41 წლის შელტონი ერთმანეთს უკვე ორი წელია ხვდებიან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე