სტრუქტურული რეფორმა მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებებს - პრემიერი

საქართველო, თბილისი - 10:44 | 15.11.2017
ნანახია: 827

,,სტრუქტურული რეფორმა მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებებს მართვის ხარისხისა და შედეგების მიღწევის თვალსაზრისით", - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა ესწრება. 

პრემიერმა მიხეილ ჩხელკელსა და მამუკა ბახტაძეს საქართველოს მთავრობის წევრობა მიულოცა, გიორგი მღებრიშვილსა და ალექსანდრე ჯეჯელავას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

,,მინდა, მივულოცო მიხეილ ჩხენკელსა და მამუკა ბახტაძე ჩვენი გუნდის წევრობა, თუმცა მამუკა ბახტაძე ამ დარბაზში ბევრჯერ ყოფილა და ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განგვიხილავს. მიხეილ ჩხენკელი პირველად არის ჩვენთან ერთად მთავრობის სხდომაზე და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ დიდი წარმატებით გაართმევთ თავს იმ ძალიან მნიშვნელოვან ამოცანებს, რომელიც თქვენს უწყებებში არსებობს. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი მღებრიშვილს და სანდრო ჯეჯელავას, მინდა, მათ წარმატება ვუსურვო. ვფიქრობ, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომლის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიც დღეს გამოგვაქვს მთავრობის სხდომაზე და იმედი მაქვს, რომ დავამტკიცებთ და გადავაგზავნით პარლამენტში”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე