ბარბის თოჯინას ჰიჯაბი პირველად ჩააცვეს (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 15:11 | 14.11.2017
ნანახია: 1389

კომპანია Mattel-მა ბარბის უჩვეულო თოჯინა გამოუშვა.

პირველად არსებობის 58 წლის განმავლობაში ბარბის თმები ჰიჯაბის ქვეშ დამალეს. თოჯინის რეალური პროტოტიპი 31 წლის ამერიკელი მოფარიკავე იბთიჰაჯ მუჰამადი გახდა. ის  2106 წელს პირველი ამერიკელი იყო, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე ჰიჯაბით გამოვიდა.

მან მადლობა გადაუხადა Mattel-ს და აღნიშნა, რომ თოჯინების ეს სერია აღიარებს ქალების მიღწევას, რომლებიც ანგრევენ  

 ყოველგვარ საზღვრებს და გოგონების შემდეგ თაობებს იმედებს უნერგავს.

 „ვამაყობ, რომ ამიერიდან გოგონები ითამაშებენ ბარბისთან, რომელიც ჰიჯაბს ატარებს, ახდა ჩემი ბავშვური ოცნება“, - აღნიშნავს იბთიჰაჯ მუჰამადი.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე