ოსი სეპარატისტების ლიდერი ნაურუს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 12:39 | 14.11.2017
ნანახია: 2505

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში ნაურუს პრეზიდენტს ბარონ ვაქას შეხვდა, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, ე.წ. სამხრეთ ოსეთს დაეხმაროს საერთაშორისო კავშირების გაფართოებაში წყნარი ოკეანის რეგიონის იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ნაურუს მეგობრული ურთიერთობა აქვს.

ოსი სეპარატისტების ლიდერი "ოფიციალური ვიზიტით" რუსეთში იმყოფება, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

მედიის ცნობით, შეხვედრაზე მხაარები განიხილავენ სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობების განვითარებას, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო პრობლემებს.

ნაურუს პრეზიდენტი 12 ნოემბერს აფხაზეთში იმყოფებოდა, სადაც ე.წ. პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდა. 

ნაურუმ აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა  2009 წელს აღიარა. ის მსოფლიოში მეოთხე ქვეყანაა, რუსეთის, ნიკარაგუასა და ვენესუელას შემდეგ, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე