საკრებულოს მეექვსე მოწვევის სხდომა დღეს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 09:26 | 14.11.2017
ნანახია: 873

საკრებულოს მეექვსე მოწვევის სხდომა დღეს 11:00 სააათზე გაიმართება. 

კანონის მიხედვით, ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახსნის.

დღესვე დამტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები.

საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია გიორგი ტყემალაძის კანდიდატურა, პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი იქნება, ხოლო მოადგილეები – მარიკა დარჩია და დავით უჯმაჯურიძე.

ცვლილებებია საკრებულოს კომისიებშიც. ადამიანის უფლებების დაცვის კომისია გაერთიანდება იურიდიულ საკითხთა კომისიასთან, ხოლო ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიას გამოეყოფა ტრანსპორტის საკითხები და ცალკე კომისიად ჩამოყალიბდება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე