კახა კალაძემ თბილისის ვიცე-მერი და მოადგილეები წარადგინა

საქართველო, თბილისი - 15:25 | 13.11.2017
ნანახია: 1249

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში თავისი ახალი გუნდი წარადგინა.

მისი თქმით, მისი გეგმების განხორციელებას კომპეტენტური ადამიანები სჭირდება, კალაძის თქმით მისი გუნდის წევრები სწორედ ასეთები არიან.

ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე იქნება, მერის მოადგილეები კი მაია ბითაძე და ირაკლი ბენდელიანი, მერის მოადგილის თანამდებობაზე რჩება გიგა ნიკოლეიშვილი.

კალაძის თქმით მეხუთე მოადგილე ილია ელოშვილი იქნება, რომელიც მათ გუნდს უახლოეს მომავალში შეუერთდება, მას შემდეგ რაც ენერგეტიკის სამინისტროს რეორგანიზაცია მოხდება.

საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების წარდგენას კალაძე უახლოეს მომავალში გეგმავს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე