შს მინისტრად გიორგი გახარია დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 11:05 | 13.11.2017
ნანახია: 2035

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია დაინიშნა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარია ამ თანამდებობაზე მოქმედ მინისტრს გიორგი მღებრიშვილს შეცვლის.

რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას შემცვლელს, ამ თანამდებობაზე ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაბრუნდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე