აჭარაში დასაქმებულთა რაოდენობის სტატისტიკა მზარდია

საქართველო, თბილისი - 14:55 | 16.11.2015
ნანახია: 1509

აჭარაში დასაქმებულთა რაოდენობის სტატისტიკა მზარდია. როგორც აჭარის მთავრობის მეთაურმა „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით, რეგიონის მთავრობის 3 წლის ანგარიშის წარდგენისას განმარტა, აჭარაში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 2015 წლის II კვარტალში, 2014 წლის II კვარტალთან შედარებით 15.1%-ით არის გაზრდილი.

აჭარაში დასაქმებულთა რაოდენობა 2014 წლის მონაცემებით, 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.8%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით ზრდა 22.3%-ია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე