ბათუმის ახლადარჩეულმა მერმა ქალაქის სიმბოლური გასაღები ჩაიბარა
საქართველო, თბილისი - 17:15 | 12.11.2017 ნანახია: 1391
დღეს ქალაქ ბათუმის ყოფილმა და ახლადარჩეულმა მერებმა ბათუმის საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. სასტუმრო „ჰილტონში“ გამართულ ღონისძიებას აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ესწრებოდნენ.
მოწვეულ საზოგადოებას სიტყვით მიმართა გიორგი ერმაკოვმა. ყოფილმა მერმა გაწეული საქმიანობა შეაჯამა და ახლადარჩეულ მერს, ლაშა კომახიძეს წარმატებები უსურვა. ბათუმის ახალ მმართველს გიორგი ერმაკოვმა ქალაქის სიმბოლური გასაღები გადასცა. ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქვეყნის პრემიერ მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ ზურაბ პატარაძეს, ჩემს ყოფილ კოლეგა მინისტრებს, თანამშრომლობისათვის, მეგობრობისათვის და იმ სასიკეთო საქმეებისათვის, რომლებსაც ერთად ვაკეთებდით თვეების განმავლობაში და რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო და კეთილი სიტყვები ვთქვა მომავალი კოლეგების, საკრებულოს დეპუტატების მიმართ, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი გამარჯვებისათვის. ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში გვისაუბრია იმაზე, რომ ქალაქი არის ცოცხალი ორგანიზმი, რთული ტერიტორიული, სოციალური და ეკონომიკური სისტემა, რომელიც მუდმივად ვითარდება, ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. ქალაქს მუდმივად სჭირდება მზრუნველობა და ყურადღება, როგორც ბავშვს, როგორც მეგობარს, როგორც ადამიანს. ამიტომ, მე, პირველ რიგში, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ მზად ვარ გამოწვევებისათვის, იმ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებისთვის, რომელსაც ვაძლევდით ჩვენ მოსახლეობას“– განაცხადა ლაშა კომახიძემ.
ჰილტონში გამართულ შეხვედრაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა ერთობლივი ძალისხმევით რეგიონის სწრაფი განვითარებისთვის ზრუნვაზე და ამ ფერხულში ადგილობრივი თვითმმართველობების ეფექტურ ჩართულობასა და როლზე. ზურაბ პატარაძის თქმით, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე არის ეფექტური მენეჯერი და განახლებულ საკრებულოსთან ერთად იგი ბევრი ახალი, საზოგადოებისათვის საჭირო ინიციატივისა და პროექტის განმახორციელებელი იქნება.
ლაშა კომახიძე ბათუმის მერის უფლებამოსილების შესრულებას ორშაბათიდან შეუდგება.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















