ხაშურში ამომრჩეველთა აქტივობამ 4,13% შეადგინა

საქართველო, თბილისი - 11:40 | 12.11.2017
ნანახია: 1212

10 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ ხაშურის 35-ე ოლქში 4,13% შეადგინა. ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში, სერიოზული დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.

საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა ,,ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი გურასპაშვილმა. 

ხაშურის 35-ეოლქში 52 უბანია გახსნილი და 48 956 ამომრჩევლია რეგისტრირებული. ყველა უბანი  8 საათზე გაიხსნა. 

შეგახსნებეთ, რომ დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში მიმდინარეობს. მეორე ტური ტარდება: ქუთაისი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი, ყაზბეგი და მარტვილი.

საქართველოში თვითმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე