Tbilisi Event Hall-ში ნიაზ დიასამიძისა და სუხიშვილების ერთობლივი კონცერტი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 13:15 | 10.11.2017
ნანახია: 1855

30 ნოემბერს, Tbilisi Event Hall-ში მომღერალ ნიაზ დიასამიძისა და ანამბლ სუხიშვილების ერთობლივი კონცერტი გაიმართება.

საღამოზე შედგება ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს ახალი ალბომის პრეზენტაცია. „ახალი ალბომის“ კომპოზიციებში ჩართულია, ხალხური ცეკვები, სუხიშვილების შესრულებით. 

ნიაზ დიასამიძე არის ქართველი მუსიკოსი და ჯგუფ 33ა-ს ვოკალისტი. მან ჯგუფი 1994 წ. დააარსა, ძირითადად მის ჟანრს, ფოლკ-როკი წარმოადგენს. სხვადასხვა დროს ჯგუფს წარმატება მოუტანა სიმღერებმა: „მე ვზივარ ნავში“ „ღამე და წვიმა“ „ქარი ქრის“ „გალაკტიონი“ და სხვა. 

ნიაზ დიასამიძე არის, მრავალი პოპულარული საუნდტრეკის ავტორი და ფესტივალ „არტ გენის“ ორგანიზატორი.

Giorgi Sakaruli-ს ფოტო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე