საქართველო ერთ-ერთი ლიდერია რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ რეფორმების გატარების მხრივ - პრემიერი
საქართველო, თბილისი - 11:08 | 10.11.2017 ნანახია: 1358
საქართველო არის სტაბილური დემოკრატია, სადაც უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა, მოქმედებს ღია ბაზარი, სადაც დაცულია ექსპორტიორების უფლებები; ქვეყანაში არის ლიბერალური ეკონომიკა, ხოლო ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „საქართველოს ბანკის" ინვესტორებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და პირადად მისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
,,ამ ნარატივს ზურგს უმაგრებს სტაბილური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, ინსტიტუციური სიმტკიცე და მთავრობის უნარი და ამბიცია, განახორციელოს
ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი რეფორმების გეგმა, ასევე წინდახედული მაკროეკონიმიკური პოლიტიკა. სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ საქართველო ერთ-ერთი ლიდერია რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ რეფორმების გატარებისა და ამ მხრივ მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების კუთხით. საქართველო ღირსეულად გაუმკლავდა კრიზისს და გარე შოკს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ორიოდე წლის წინ; გამოამჟღავნა რეგიონში სამაგალითო სიმტკიცე, რასაც ცხადყოფს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასება.
2017 წლის პირველ 9 თვეში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო ზრდამ შეადგინა 4.7%.
საქართველოს მრავალფეროვანი საინვესტიციო ბაზა უზრუნველყოფს ეკონომიკის სიმტკიცეს და ქმნის ფართო საინვესტიციო შესაძლებლობებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ტურისტების ზრდის ტენდენციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2017 წლის 10 თვის მონაცემების გათვალისწინებით, რომელიც უკვე აღემატება 2016 წლის მთლიან მაჩვენებელს, ტურისტების რიცხვი წელს 7 მილიონს უახლოვდება. პრემიერის შეფასებით, ეს ქმნის ბევრ კარგ შესაძლებლობას სასტუმრო სექტორისთვის.
,,საქართველოს მდებარეობისა და ინფრასტრუქტურაში მზარდი ინვესტიციების გათვალისწინებით, არსებობს შესანიშნავი შესაძლებლობები ლოგისტიკის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის, ენერგეტიკის სექტორისა და სოფლის მეურნეობის კუთხითაც, რასაც საფუძვლად უდევს ტურისტების მზარდი რაოდენობა. წელს დაფიქსირდება ტურისტების რაოდენობის დაახლოებით 20%-იანი ზრდა, ხოლო იმ ვიზიტორთა რიცხვი, ვინც ქვეყანაში ჩერდება 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, 30-ზე მეტი პროცენტით იზრდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სასტუმრო სექტორისთვის. საქართველო უკვე არის ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში საგადასახადო ტვირთის სიმსუბუქის კუთხით, ხოლო ადმინისტრირება არის ერთ-ერთი საუკეთესო და ბიზნესისთვის ხელსაყრელი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოშიც", - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ,,საქართველოს ბანკის" ინვესტორთა დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე შეკრებილ ინვესტორებს ასევე დეტალურად გააცნო მთავრობის რეფორმების
ოთხპუნქტიანი გეგმა და საქართველოს მოწინავე პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















