საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის სეიმის მარშალს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 10:12 | 10.11.2017
ნანახია: 1358

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის სეიმის მარშალს მარეკ კუხჩინსკის შეხვდა.

შეხვედრისას პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავების და ინტენსიფიკაციის საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და ევროინტეგრაციისპროცესის მიმდინარეობა განიხილეს. აღინიშნა პოლონეთის პარლამენტის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ ისეთ მრავალმხრივ საპარლამენტოფორმატებში როგორიცაა: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატო და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეები.

საქართველოს ინტერესების დაცვის თვალსაზრისით საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სეიმის თავმჯდომარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისმხარდაჭერისათვის საერთაშორისო ასპარეზზე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე