ძალიან მაკვირვებს, რომ ედუარდ შევარდნაძის სურათი ვერ მოხვდა გამოფენაში - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველო, თბილისი - 19:00 | 09.11.2017
ნანახია: 1540

ძალიან მაკვირვებს, რომ ედუარდ შევარდნაძის სურათი ვერ მოხვდა ამ გამოფენაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე განაცხადა.

,,მე ძალიან მაკვირვებს, რომ ედუარდ შევარდნაძის სურათი ვერ მოხვდა ამ გამოფენაში. საქართველოს პრეზიდენტის, მაშინდელი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის როლი ამ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენაში იყო უმნოშვნელოვანესი და ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს. ისტორია არის ისტორია",- განაცხადა პრემიერმა.

ევროპის მოედანზე დღეს ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა. ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოში გერმანიის ელჩი, გერმანიაში საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე