ნატომ და ევროკავშირმა კარი უნდა გაუღოს ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებიც მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში არიან ჩართული - გიორგი მარგველაშვილი
საქართველო, თბილისი - 15:13 | 09.11.2017 ნანახია: 1261
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში, რომელშიც საქართველო სპეციალური სტუმარი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე და რეგიონული ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში საქართველოს როლზე ისაუბრა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველო, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაა ცენტრალური ევროპის ქვეყნებთან ერთად ცდილობს და ფიქრობს ააშენოს უფრო დაცული და უსაფრთხო ევროპა.
საქართველოს შეაქვს პოზიტიური წვლილი ევროპის და მსოფლიოს სტაბილურობის გაძლიერებაში და ევროკავშირსაც და ნატოსაც უნდა ჰქონდეს მიმღებლობა ისეთი ქვეყნებისა, რომლის მოქალაქეებიც იცავენ მსოფლიო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.
საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის ანექსიური პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 90 -იან წლებში, როდესაც რუსეთმა სამხედრო აგრესია განახორციელა საქარველოს ერთ- ერთ რეგიონზე, მაშინ არ იყო შესაბამისად შეფასებული მისი ქმედებები. უდიდესი ბირთვული სახელმწიფო ასევე შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წელს. 2014 წელს კი, მოხდა უკრაინის მოვლენები. შესაბამისად, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 90-იანი წლებისა და 2008 წლის პრეცედენტები რომ რაციონალურად შეფასებულიყო, შესაძლოა, უკრაინის შედეგი აღარ დამდგარიყო. რუსეთის ქმედებები საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაა და მას მკაფიო, ნათელი და რაციონალური შეფასება უნდა მიეცეს.
საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებას მკაფიო, ნათელი და რაციონალური პოზიციის და პასუხების დაფიქსირებისაკენ მოუწოდა.
გიორგი მარგველაშვილის შეფასებით რუსეთის ანექსიური პოლიტიკის მიზანი იყო შეეჩერებინა საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია, თუმცა საქართველომ 2008 წლის შემდეგ უფრო გაააქტიურა ეს პროცესი და მნიშვნელოვან შედეგებსაც მიაღწია.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმ შესაძლო პერსპექტივებზე, რომელიც საქართველოს ეხსნება აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების, ნატოსთან ინტეგრაციის ფორმატში. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა თუ რამდენად დიდი როლი აქვს პოლონეთს, როგორც ერთერთ ყველაზე უფრო დინამიურად განვითარებად ქვეყანას საქართველოს ინტერესების დაცვის კუთხით, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის, ისე ნატოს სამიტებზე.
საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონული პროექტების, რეგიონული თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრა და საქართველოს გეოპოლიტიკურ როლს გაუსვა ხაზი.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს დაცულობის, საქართველოს სტაბილურობის და უსაფრთხოების გარეშე ვერ შედგება ვერც რეგიონალური უსაფრთხოება და ვერც ის ტრანსკონტინენტური პროექტები, რომლებზეც ასე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ევროპული ეკონომიკა და აზიური ქვეყნების ბაზრები. ის, რაც ხდება საქართველოში განაპირობებს და განსაზღვრავს რეგიონალურ უსაფრთხოებას.
ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე საქართველოს ელჩი პოლონეთში ილია დარჩიაშვილი.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















