მერილ სტრიპი თავს იმის გამო იმართლებს, რომ დასტინ ჰოფმანს ღორი უწოდა

საქართველო, თბილისი - 14:56 | 08.11.2017
ნანახია: 1892

მერილ სტრიპის წარმომადგენლებმა გამოცემა Time-სთვის 1979 წელს მიცემული მსახიობის ინტერვიუზე კომენტარი გააკეთეს.

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ დასტინ ჰოფმანთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა მერილ სტრიპს შეახსენეს მისი ძველი ინტერვიუ, სადაც საუბარი იყო ჰოფმანის არასასიამოვნო ქმედებებზე.

Time-თან საუბრისას მერილ სტრიპმა გაიხსენა პირველი შეხვედრა ფილმის“კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ პარტნიორთან. მისი თქმით, დასტინმა უსიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა.

 „ის მომიახლოვდა და მითხრა: „მე დასტინ ჰოფმანი ვარ“, - და ხელი მკერდზე დამადო. რა ამაზრზენი ღორია, გავიფიქრე მე“.

თუმცა დღეს მსახიობის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს სიტუაცია არ დაეძაბათ და განაცხადეს, რომ დასტინმა იმ ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა, ციტატა კი კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და მერილის შთაბეჭდილებებს სრულად არ გამოხატავდა.

 

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე