აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

საქართველო, თბილისი - 12:56 | 08.11.2017
ნანახია: 1120

აზერბაიჯანის სასამართლომ ჟურნალისტ აფგანმუხთარლისთვის საპატიმრო ღონისძიების შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ არ დააკმაყოფილა.

,,აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, ჩვენ მეოთხედ მივმართავთ სასამართლოს, რომელიც ეყრდნობა პროკურატურის არგუმენტებს, თითქოს აფგანმუხთარლიმ შინაპატიმრობის დროს შესაძლოა, გამოძიების მსვლელობაზე გავლენა იქონიოს.“, – განმარტავს მუხთარლის ადვოკატი ელჩინ სადიგოვი და დასძენს, რომ გამოძიება ვერ ასაბუთებს, როგორ შეძლებს ამას მისი დაცვის ქვეშ მყოფი. 

შეგახსენებთ, აფგან მუხთარლი 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა.

ბაქოს სასამართლომ მას ბრალად წარუდგინა საზღვრის უკანონო კვეთა, კონტრაბანდა და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

აფგან მუხთარლი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქართველოდან აზერბაიჯანში პოლიციელის ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ძალადობრივი გზით გადაიყვანეს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე