ყავასთან შედარებით ლუდი სასარგებლო აღმოჩნდა

საქართველო, თბილისი - 16:02 | 23.09.2015
ნანახია: 2171

თელ-ავივის სამეცნიერო უნივერსიტეტის თანამშრომლებმა შეძლეს, დაედასტურებინათ ის ფაქტი, რომ ყავასა და ლუდს შეუძლია, შეცვალოს დნმ-ის მონაკვეთი, რომელიც დაკავშირებულია სიბერესთან და კიბოსთან. ამასთანავე, გაირკვა, რომ ყავა ბევრად უფრო მავნეა, ვიდრე ლუდი. კვლევის შედეგები უკვე გააცნეს საერთაშორისო საზოგადოებას.

კერძოდ, აღმოჩნდა, რომ კოფეინი ამოკლებს, ხოლო ლუდი, თავის მხრივ, აგრძელებს ტელომერს, ე.წ. ქრომოსომების დაბოლოებას, რომელიც პირდაპირ პასუხისმგებელია, დაიცვას დნმ-ი დაზიანებისგან.

ცნობილია, რომ ტელომერები ასევე მცირდება სტრესის, გადაჭარბებული გონებრივი და ფიზიკური დატვირთვისას. სამეცნიერო სამყაროს წარმომადგენლები აგრძელებენ ონკოლოგიური დაავადებების თვისებების შესწავლას და თვლიან, რომ კიდევ უფრო ღრმა კვლევები აუცილებლად დაეხმარებათ, გაიგონ კიბოს განვითარების ბუნება, რომელიც უშუალოდ ასოცირდება ტელომერების შემცირებასთან.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ლუდის ზომიერი მიღება ამცირებს ალუმინის ტოქსიკურ ეფექტს, რომელიც ალცჰეიმერის დაავადების ერთ-ერთი სავარაუდო საფუძველია.

გაცილებით ადრე, ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებმა შეძლეს, დაემტკიცებინათ შემდეგი: ადამიანები, რომლებიც ყავას 5 საათის შემდეგ მიირთმევენ, უძილობით იტანჯებიან. ხოლო ისინი, ვინც ლუდს ზომიერად სვამენ, სიცოცხლეს იხანგრძლივებენ.

აღმოჩნდა, რომ ამ სასმელში არის რიბოზიდ ნიკოტინამიდის მოლეკულა, რომელსაც შეუძლია, გააძლიეროს კუნთების ძალა, ასევე დაეხმაროს ადამიანის ორგანიზმს, გაუმკლავდეს სიმსუქნეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე