კუსტურიცა აფხაზეთის კეთილი ნების ელჩი გახდა

საქართველო, თბილისი - 17:00 | 07.11.2017
ნანახია: 1836

ცნობილი სერბი კინორეჟისორი ემირ კუსტურიცა ოკუპირებული აფხაზეთის ”კეთილი ნების ელჩი“ გახდა. ამის შესახებ სააგენტო "სპუტნიკ აფხაზია" იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამისი სერტიფიკატი და მედალი რეჟისორმა მოსკოვში მიიღო. მანამდე მან  „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე“ მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღების მიპყრობის ინიციატივას დაუჭირა მხარი.

„მე, როგორც გაეროს კეთილი ნების ელჩი, მხარს ვუჭერ „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების“ მოწოდებას. აფხაზეთში მდებარე ძველი ქრისტიანული ტაძრები შენარჩუნებული უნდა იყოს და მომავალ თაობებმა ისინი უნდა ნახონ.

აფხაზეთი მსოფლიო ქრისტიანობის უძველესი ცენტრია და მსოფლიო თანამეგობრობამ არ უნდა უგულებელყოს აფხაზეთში კულტურული ძეგლების განადგურება“, - განაცხადა რეჟისორმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე