ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით საგურამოს მიმართულებით უფასო ავტობუსები დაინიშნება

საქართველო, თბილისი - 11:52 | 07.11.2017
ნანახია: 1246

ილია ჭავჭავაძის 180 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საგურამოში, ილიას მუზეუმსა და ეზოში ხვალ, 8 ნოემბერს სახალხო დღესასწაული აღინიშნება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მოქალაქეებს თბილისიდან საგურამოს მიმართულებით და პირიქით უფასო სამგზავრო ავტობუსები მოემსახურება.

ავტობუსები საგურამოს მიმართულებით დღის განმავლობაში 2-ჯერ - 13:00 საათსა და 18:30 საათზე გავა.

2017 წელი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია. მისი დაბადებიდან 180 წელი აღინიშნება, ხოლო მკვლელობიდან 110 წელი შესრულდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე