როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

საქართველო, თბილისი - 13:21 | 06.11.2017
ნანახია: 1054

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ნოემბერს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 7 – 8 ნოემბერს ზოგან იწვიმებს, მაღალ მთაში კი მოთოვს.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

9 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს.

დედაქალაქში 7 – 9 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. 11 ნოემბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე