გიორგი მარგველაშვილი ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველო, თბილისი - 13:02 | 06.11.2017
ნანახია: 1063

საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალების გამო:

,,გული დამწყვიტა თვალსაჩინო პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალებამ.

სამშობლოსა და ადამიანის სიყვარულით განმსჭვალული, ორიგინალური ხელწერით გამორჩეული მისი პოეზია ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი შენაძენია. ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული, სიცოცხლის ბოლო წუთამდე, ბატონი ჯანსუღის თავისუფლებისა და ადამიანური ღირსების იდეალებით ნასაზრდოები უკომპრომისო მოქალაქეობრივი პოზიცია ხმამაღლა უპირისპირდებოდა კონფორმიზმსა და უიმედობას.

ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახსა და ახლობლებს“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე