ბათუმში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 12:14 | 06.11.2017
ნანახია: 1025

ბათუმში, ასათიანის ქუჩაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახა. შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

ექიმების განცხადებით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ის საავადმყოფოში მომხდარის თვითმხილველებმა გადაიყვანეს. 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე