ნიუ-იორკის ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

საქართველო, თბილისი - 10:05 | 03.11.2017
ნანახია: 1047

ნიუ-იორკის ტერაქტზე, რომრლსაც რვა ადამიანი ემსხვერპლა და 12 დაშავდა,  პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
სამშაბათს სატვირთო ავტომობილი მანჰეტენის სამხრეთ-დასავლეთით ველოსიპედისტებს დაეჯახა. შემდეგ კი მძღოლი  საიფილო საიპოვი, რომელიც უზბეკეთის მოქალაქეა, სასკოლო ავტობუსს დაეჯახა.

მანქანაში ტერორისტმა დატოვა წერილი, სადაც ამბობდა, რომ ის თავდასხმას „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით აწყობდა.

დაზვერვის ფედერალური ბიუროს მონაცემებით, საიპოვის მობილურ ტელეფონში იპოვეს 90 ვიდეოჩანაწერი და 3800 ფოტო, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ პროპაგანდას უკავშირდებოდა, ასევე ტერორისტებისა და მათი ლიდერის გამოსახულებიანი სიმბოლიკები.

საიპოვი პოლიციელებმა დაჭრეს. ის ტერაქტის მოწყობასა და ტერორიზმის მხარდაჭერაშია ბრალდებული. საიპოვს სიკვდილით დასჯა ემუქრება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე