ვერაფერი გადაარჩენს, ვინც ახლა გვერდში უდგახართ, სათითაოდ თხასავით გაგყიდით - ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე

საქართველო, თბილისი - 18:03 | 02.11.2017
ნანახია: 1709

,,ტაბულას'' რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი facebook-ის პირად გევრდზე პოსტს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეხება:

,,თხასავით გაყიდვა არ ვიცი საიდან მოდის - მაგრამ მე გეუბნებით, ვინც ახლა გვერდში უდგახართ, ყველას
ასე სათითაოდ და თხასავით გაგყიდით. სულ ყველას, სანამ სულ სულ მარტო არ დარჩება და გამორჩენისთვისაც აღარავის ენდომება.

P.S. საკუთარი თავისგან ამ კაცს ვერავინ და ვერაფერი გადაარჩენს, რამდენიმე წლის წინ იმედი მქონდა, წინ ადამიანურ კედელს თუ გავუკეთებდით, შეახლიდა თავს და უკან დაიხევდა, გადავარჩენდით.

სამწუხაროდ კედელი ვერ მოხერხდა ზოგიერთი თანამებრძოლის სიხარბის, სისუსტის და ჩასვრის გამო და მიექანება ესეც, მორევში.

შენახვედრი იყო თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს - მაღალი თანამდებობა ეჭირა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ქარდავამ თუ რამე დააშავა, ამისიცაა და მისი დროის სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებისაც'', - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე