14 წელს მიუღწეველი პირის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
საქართველო, თბილისი - 16:55 | 02.11.2017 ნანახია: 1414
თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 წელს მიუღწეველი პირის გაუპატიურებისათვის (3 ეპიზოდი) ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
,,საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა გ.ბ.-მ, რომელმაც იცოდა რომ არასრულწლოვნის დედა საქართველოში არ იმყოფებოდა, გადაწყვიტა მის არასრულწლოვან ვაჟთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი. 2017 წლის იანვარში, ბრალდებულმა, ისარგებლა ხელსაყრელი მომენტით და არასრულწლოვნის ნების საწინააღმდეგოდ, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ხელების გაკავებით დაძლია მისი წინააღმდეგობა და დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი. აღნიშნულის შემდეგ, გააფრთხილა არავისთვის ეთქვა მომხდარის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მსგავს ქმედებას მისი დის მიმართაც განახორციელებდა. ძალადობის მუქარითა და ძალის გამოყენებით, აღნიშნული ქმედება იანვრის თვის განმავლობაში ბრალდებულმა სამჯერ განახორციელა.
ბრალად წარდგენილი ქმედების ხასიათისა და დაზარალებულის ასაკის გათვალისწინებით, სასამართლო განხილვა აღნიშნულ საქმეზე დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა, თავი არ სცნო დამნაშავედ და არ დაეთანხმა წარდგენილ ბრალდებას.
სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების: მოწმეთა ჩვენებების, ამოცნობის ოქმის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მასალათა ერთობლიობის შეფასების შედეგად დამნაშავედ ცნო ბრალდებული გ.ბ. და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. საქმის არსებითი განხილვის განმავლობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შესული ცვლილებების გათვალისწინებით, წარდგენილი ბრალდება 138 მუხლის მე- 4 ნაწილის ''გ'' ქვეპუნქტიდან (მამათმავლობა, ჩადენილი ძალადობის მუქარით, იმ პირის მიმართ რომელსაც არ შესრულებია 14 წელი), გადაკვალიფიცირდა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ” ქვეპუნქტზე (გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ჩადენილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან). სასჯელთა შთანთქმის პრინციპისა და დანაშაულთა ერთობლიობით, სასამართლომ გ.ბ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - აცხადებენ სასამართლოში.
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ არსებობს პარალელური სამყარო, რომელშიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, დაე, დარჩნენ ამ პარალელურ სამყაროში - არჩილ გორდულაძე
- თავისუფლების მეგობრები დამწუხრებული არიან ანტიამერიკული "ქართული ოცნების" მხარდაჭერით ირანის ტერორისტული რეჟიმის მიმართ - ჯო უილსონი
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
სამართალი
- თელავში, ორსულ მეუღლეზე ძალდობის ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავეს
- მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა მოუწევთ, ქვას ქვაზე დავადუღებ - ეკა კუპატაძე
- გურიაში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- პენტაგონი ირანში ხანგრძლივი სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება - Washington Post
- თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ამის აღიარების ეშინია - დონალდ ტრამპი
- ირანში ლიდერები აღარ დარჩნენ, თუმცა ჩვენ „სწორ ადამიანებს“ ვესაუბრებით, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ - დონალდ ტრამპი
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















