ბერლინალე 2017-ის ჟიურის თავმჯდომარე პოლ ვერჰოვენი იქნება

საქართველო, თბილისი - 12:00 | 09.12.2016
ნანახია: 1404

როგორც ბერლინალეს ოფიციალური საიტი აცხადებს, 2017 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის თავმჯდომარე ჰოლანდიელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი პოლ ვერჰოვენი იქნება.

კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეროტიკული თრილერის, "ძირითადი ინსტინქტის" ავტორის ბოლო ფილმი "ის ქალი", სადაც მთავარ როლს იზაბელ იუპერი თამაშობს საფრანგეთის სახელით ოსკარის უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში წარსადგენად არის გაგზავნილი.

ბერლინალე 2017 წლის 9 თებერვალს დაიწყება და 17 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე