ბაკო ალანიას დღემდე უცნობი ცხოვრების დეტალები
საქართველო, თბილისი - 13:30 | 15.11.2015 ნანახია: 2362
ბავშვობიდან მღერის. მისი პირველი ნაბიჯები პედაგოგ ელიკო მეტრეველს უკავშირდება. პირველი გამოსვლა კი, ფილარმონიის სცენაზე ჰქონდა. ამბობს, რომ ეს დღე არასდროს დაავიწყდება. ამის შემდეგ იყო „ნუცას სკოლა“... ოცნება, გამხდარიყო მომღერალი, აუხდა. თუმცა დიდი წვალების და შრომის შედეგად. როგორც ამბობს, უწვალებლად ცხოვრებაში არაფერი ხდება და არც თავად ყოფილა გამონაკლისი. ყოველფეხის ნაბიჯზე ღვთის წყალობას გრძნობს, არის მორწმუნე, ცოტა დათრგუნულიც, მაგრამ ამავდროულად ძლიერი, იმდენად ძლიერი რომ ოჯახში, კაციც ისაა და ქალიც. ეს ბაკო ალანიაა. voice-ის ყველაზე, რეიტინგული კონკურსანტი, რომელიც ნოდიკო ტატიშვილის ჯგუფში მოხვდა.
ბაკომ დიდი გზა გამოიარა იმისთვის, რომ აქამდე მოსულიყო. მართალია კონკურსებზე არასდროს უფიქრია, თუმცა მეგობრების დაჟინებული თხოვნით და მათივე დახმარებით, ის voice-ის სცენაზე აღმოჩნდა.
ამბობს, რომ ცხოვრებისეულად ძალიან მებრძოლია, მაგრამ როცა საქმე საკუთარ თავს, მუსიკალურ კარიერას და პირად ცხოვრებას ეხება, სუსტი. „როდესაც კონკურსში იღებ მონაწილეობას ალბათ, სხვანაირი შემართება გჭირდება. უნდა იყო მებრძოლი, ცოტა ნაგლიც, შემტევი, რაც ცოტა არ იყოს ჩემში არ ზის, თუმცა ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ იმისთის, რომ ჩემი მეგობრების, ოჯახის წევრების და სანაცნობოს იმედები გავამართლო“, - ამბობს ბაკო.
მართალია 10 წელია, რაც ბენდში მღერის, მაგრამ ფართო საზოგადოებამ ის, როგორც მომღერალი დღეს ამ პროექტიდან გაიცნო. აქამდე არ უცდია ბენდთან ერთად რაიმე პროექტის გაკეთება, რადგან ამბობს, რომ საქართველიოს ბაზარი ამისთვის პატარაა. „საქართველოში არ არის ისეთი ბაზარი, რომ შენ ბენდთან ერთად გააკეთო სერიოზული პროექტი, კონცერტი და შემდეგ, ჩვენო საზოგადოებას. ამას სჭირდება ფინანსები და ბევრი სხვა ნიუანსი. ამიტომ ძირითადად კომერციაზე გავთვალეთ, ვაკეთებ ქავერებს და ვმღერი სხვადასხვა ბარში“, - გვითხრა მომღერალმა.
კითხვაზე რას ნიშნავს ბაკო ალანიასთის კონკურსი, მომღერალი ასე გვპასუხობს: „დამწყები მომღერლისთვის კონკურსი არის აბსოლუტური ტრამპლინი, რომლის მეშვეობითაც შენ იზრდები და სწავლობ ძალიან ბევრ რამეს, რაც შემდეგ ცხოვრებაში, შენს მუსიკალურ კარიერაში გამოგადგება. არის რაღაც ნიუანსები, რომელიც ამ კოკურსმა მასწავლა. მაგალითად: ვცდილობ სულ ფორმაში ვიყო, ვისწავლე კამერებთან მუშაობა, მოძრაობა, ასევე როდესაც გამოდიხარ სცენაზე, გიწევს ყველა ბგერას გაკონტროლება და სულ უნდა იყო მობილიზებული. კლუბში სიმღერის დროს, თუ რამე შეგეშალა არაფერია, რადგან ცდილობ მეორე სიმღერაში გამოასწორო შეცდომა, სადაც გაქვს 2 საათიანი პროგრამა, მაგრამ კონკურსზე გაქვს 3 წუთი იმისთვის, რომ შენი ნამღერით მოხიბლო პუბლიკა, მაქსიმალურად დაიხარჯო და თავი საუკეთესოდ წარმოაჩინო“.
ამბობს, რომ ნოდიკოსთან მშაობა სრული კომფორტია. „ნოდიკო, ძალიან პროფესიონალია. მთელი გულით აკეთებს იმ საქმის, რასაც ის ემსახურება. საოცრად მშრომელია, მზრუნველია, ყველანაირად მობილიზებულია, გვაძლევს რჩევებს, რეპეტიციებზე სულ ფორმაში ვართ, ჩენთან ერთად დგას და მაქსიმალურად გვეხმარება ყველაფერში“, - გვითხრა ბაკო ალანიამ.
ალბათ, ყველას გაინტერესებთ ბაკოს ცხოვრება, ის გზა, რაც ზოგადად მომღერალმა 28 წლის ასაკამდე გამოიარა.
მეგობრები ძლიერ პიროვნებად მახასიათებენ. სამწუხაროდ თუ საბედნეიროდ, ცხოვრებაში გამოვიარე ისეთი გზა, რომელიც ძალიან დიდ გამოცდილებას მაძლევს. ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ შენში არის რამდენიმე ქალიო. რეალურად, სახლში ვარ ქალიც, კაციც, მამაც, დაც, ძმაც და ყველაფერი. ეს არის ჩემი ცხოვრების წესი.
ოჯახში ვცხოვრობთ, მე, დედა და ჩემი და.
ოჯახი
10 წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა. მამა, მოსამართლე და ძალიან წარმატებული პიროვნება იყო. სამაგალითო პიროვნება, მეგობარი, მეუღლე, ადამიანი რომელიც არამხოლოდ ოჯახის, არამედ მთელი სანათესაოს იმედი იყო. რაც შეეხება დედაჩემს, ამ ადამიანმე შეძლო იმდენი რომ ოჯახი დღემდე მოეყვანა. საოცარი გონების პატრონია. ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივარი და საუკეთესო მეგობარია. ადამიანი, რომლის გარეშეც შეუძლებელია ცხოვრება. საოცრად სტუმართმოუყვარეა. მოგესენებათ მეგრელებმა როგორი სტუმრიანობა ვიცით ხოლმე, ამიტომ ჩემს ოჯახში სულ სტუმარიანობაა, სულ ხმაურია და ეს ძალიან მახარებს. მყავს და, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ეს არის ადამიანი, რომელიც მთელ ოჯახს თითზე ატრიალებს, ოღონდ არ გეგონოთ, თავის სტატუსიდან გამომდინარე, არა. ჰოროსკოპით ლომია და ძალიან ლიდერია. რაც ეს პროექტი დაიწყო, თიკოს ძალიან კონტროლში ვყავარ. მეკრძალება თხლად ჩაცმა, რადგან სულ მეუბნება რომ გაცივდები და ვეღარ ვიმღერებ. ის ჩემი ერთ-ერთი დიდი გულშემატკივარია.
იმედგაცრუება
საკუთარ თავს არ მივცემ იმის უფლებას, რომ დეპრესიაში ჩავარდე ან იმედგაცრუებას მივეცე. ამის უფლებას, არც დედაჩემი და არც ჩემი სამეგობრიო წრე მომცემს. სულ ვაკონტროლებ საკუთარ თავს. ძალიან რეალისტი ვარ, არასდროს არ ამიგია ოცნების კოშკები. უნდა იბრძოლო ზოგადად ცხოვრებაში, რომ პრობლემები მოაგვარო. გამოსავალს ყოველთვის ნახავ, მთავარია ჯანმრთელები ვიყოთ..
პირადი ცხოვრება
პირად ცხოვრებაზე არასდროს მიფიქრია. სულ ვმუშაობდი, ვსწავლობდი. ცხოვრებაში სხვა მიზნებით ვიყავი და ვარ დაკავებული. აქედან გამომდინარე, პირად ცხოვრებაზე არასდროს მიფიქრია. არც მეცალა შეყვარებულობანას თამაშისთვის. ყოველთვის დაღვინებული გოგო ვიყავი. ალბათ, იმ ასაკში რომ ვყოფილიყავი შეყვარებული, დღეს ოჯახი მეყოლებოდა. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, მოდი ამაზე არ ვისაუბრებ.
გიორგი საკარული, პრაიმნიუსჯორჯია
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















