საქართველოში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები - ნინო გიორგობიანი

საქართველო, თბილისი - 11:53 | 15.11.2015
ნანახია: 1856

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო გიორგობიანი აცხადებს, რომ პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, საქართველოში მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა.

,,საქართველოში მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის, გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები საზღრებსა და აეროპორტებში. ასევე გამკაცრებულია კონტროლი ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე", - განაცხადა გიორგობიანმა. 

საფრანგეთის დედაქალაქში, 13 ნოემბერს ტერორისტული აქტების სერია განხორციელდა.

პარიზში ტერორისტებმა 6 ობიექტზე განახორციელეს ტავდასხმა, რის შედეგადაც დაღუპულია 129 ადამიანი, 355-ზე მეტი კი დაშავდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე