მამაკაცმა სახლის გაძარცვისა და ცოლის ღალატის შესახებ ერთ დღეში შეიტყო

საქართველო, თბილისი - 13:39 | 01.11.2017
ნანახია: 1321

იტალიის ქალაქ ვიჩენცას მკვიდრმა ერთ დღეში შეიტყო მისი სახლის ძარცვისა და მეზობელთან ცოლის ღალატის შესახებ. ამის შესახებ Il Gazettino წერს.

54 წლის მამაკაცი სამსახურის შემდეგ სახლში დაბრუნდა და ბინა გაძარცვული დახვდა. მძარცველებს წაღებული ჰქონდათ საოჯახო ძვირფასეულობა და იარაღის კარადა, სადაც შვიდი თოფი ინახებოდა.

მამაკაცი მეზობელთან წავიდა, რათა ეკითხა, საეჭვო ხომ არაფერი დაუნახავს, მაგრამ მეზობლის საწოლში თავისი ცოლი აღმოაჩინა.

მოსალოდნელი ანგარიშსწორება ადგილზე მისულმა კარაბინერებმა აღკვეთეს. მოპარული იარაღი მეორე დღეს ქალაქგარეთ იპოვეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე