ბათუმში, სკოლის მოსწავლე 70 წლის მასწავლებელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 12:49 | 01.11.2017
ნანახია: 2325

ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ სკოლის მანდატურს მათემატიკის მასწავლებლის მიერ სექსუალური შევიწროების შესახებ მიმართა. 

სკოლის დირექტორის განცხადებით, მოსწავლემ სკოლის ადმინისტრაციას საჩივრით მიმართა, რომლის თანახმადაც მოსწავლე ჩიოდა, რომ მათემატიკის მასწავლებელი მას საფასურის სანაცვლოდ ამეცადინებდა. დირექტორის თქმით, მოსწავლეს სექსუალურ შევიწროებაზე ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავს.

განათლების სამინისტრო მასწავლებლის მიერ მოსწავლის გაკვეთილებში მომზადების საქმეს სწავლობს, რადგან ეს კანონდარღვევაა, სექსუალურ შევიწროებას კი შს სამინისტრო იძიებს. 

უწყების ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით არის აღძრული, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, მათემატიკის მასწავლებელი 70-წლამდე ასაკის მამაკაცი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე