ოსი სეპარატისტების ლიდერმა დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან ე.წ თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

საქართველო, თბილისი - 17:04 | 31.10.2017
ნანახია: 1672

ოსი სეპარატისტების ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა  დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან ე.წ თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიცირებას ხელი მოაწერა.

ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით,  ე.წ. შეთანხმება შეეხება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა საკითხებს.
ე.წ. პარლამენტმა ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება 24 ოქტომბერს მოახდინა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთმა დონეცკის თვითგამოცახდებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა 2014 წელს აღიარა. ცხინვალსა და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკას შორის ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა.

დონეცკსა და ლუგანსკში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნა. ცხინვალში კი თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ე.წ. წარმომადგენლობები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე