საბერძნეთში 85 წლის ქალი სასტიკად აწამეს - დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

საქართველო, თბილისი - 15:13 | 31.10.2017
ნანახია: 2252

საბერძნეთის პოლიციამ 85 წლის ქალის წამების ბრალდებით საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავა.

სამართალდამცავების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი ფულის გამოძალვის მიზნით, მოხუცის სახლში 26 ოქტომბერს შეიჭრა.

მათ ქალი ცემეს, შემდეგ კი საწოლზე მიაბეს და ცხელი უთოთი აწამეს.

ქალის მეზობელი მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ მძარცველებმა სახლიდან 50 ევრო, ბეჭედი და ჯვარი წაიღეს.

ბერძნული მედია საქართველოს 8 მოქალაქის ფოტოს ავრცელებს, რომლებსაც ბრალი 85 წლის ქალის ცემასა და წამებაში ედებათ.

როგორც ფოტოებიდან ირკვევა, დაკავებულებს შორის ქალებიც არიან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე