ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აერთიანებს ევროპასა და აზიას - ერდოღანი

საქართველო, თბილისი - 16:53 | 30.10.2017
ნანახია: 931

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რეგიონის მომავლისთვის მნიშვნელოვანი პროექტია.

როგორც მან ბაქოში, რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე განაცხადა, პროექტი აერთიანებს არა მხოლოდ აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს, არამედ ევროპასა და აზიას.

„დღეს ჩინეთიდან ევროპაში მიმავალი ტვირთების მოცულობა 240 მილიონ ტონას აღემატება. ამ ტვირთების 10 პროცენტის ტრანსპორტირებაც რომ მოხდეს „საშუალო დერეფნით“, რომელიც ჩვენს ქვეყნებზე გადის, ჩვენ დამატებით 24 მილიონ ტონა ტვირთს გადავიტანთ“, - განაცხადა ერდოღანმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე