შილდაში გარდაცვლილი ეკა ნაქევხრიშვილის მაზლი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს

საქართველო, თბილისი - 15:41 | 30.10.2017
ნანახია: 2311

სოფელ შილდაში გარდაცვლილი ეკა ნაქევხრიშვილის მაზლი, რომელმაც რძლის დაკრძალვის დღეს თვითმკვლელობა სცადა, მკურნალობას ფსიქიატრიულ კლინიკაში განაგრძობს.

სოფელში არ გამორიცხავენ, რომ მამაკაცის მხრიდან სიმულაციას აქვს ადგილი, რადგან მას ფსიქიკური პრობლემები სხვა დროს არ გამოუვლენია.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილი რამდენიმე კვირის წინ გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია.

ერთ-ერთი ვერსიით, მას ოჯახის წევრებთან, მათ შორის დედამთილსა და მაზლთან კონფლიქტი ჰქონდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე