ნაძალადევის რაიონში 100 წიწვოვანი და 50 ფოთლოვანი ხე დაირგო

საქართველო, თბილისი - 14:19 | 14.11.2015
ნანახია: 1703

თემქაზე, ისაკაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში, დღეს 150 ხე-მცენარე დაირგო. მათ შორის 100  წიწვოვანი და 50 ფოთლოვანია.

გამწვანებისაქციაში, ადგილობრივებთან ერთად, თბილისის მერი დავით ნარმანია და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია მონაწილეობდნენ. ხეების დარგვის  პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები გამგეობის თანამშრომლები, ასევე ბაღებისა დასკოლების მოსწავლეები, მათ შორის იყვნენ „ნიუ სქულ ჯორჯიას“ აღსაზრდელებიც.

საშემოდგომო რგვების პროექტის ფარგლებში ხის ნერგები ნაძალადევის რაიონის ოთხივე უბანში მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე შერჩეულ სკვერებში, ეზოებსა და სავალი ნაწილის ზოლებზე გადანაწილდა.

ხეების რგვის პროცესი ნაძალადევის რაიონში ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე