თელავში მამაკაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 13:15 | 30.10.2017
ნანახია: 1304

თელავში, შუახნის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. 

მამაკაცს უკვე ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე