მსახიობი ენტონი რეპი კევინ სპეისს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 12:57 | 30.10.2017
ნანახია: 2347

სერიალ Star Trek-ის მსახიობი ენტონი რეპი აცხადებს, რომ როდესაც ის 14 წლის იყო, მის შეცდენას ცნობილი მსახიობი კევინ სპეისი ცდილობდა. ამის შესახებ პორტალი BuzzFeed-ი წერს.

როგორც 46 წლის მსახიობმა პორტალს უამბო, 1980-იანი წლების დასაწყისში მსახიობები ერთად თამაშობდნენ ბროდვეის სცენაზე ერთ-ერთ მიუზიკლში. ერთხელ სპეისმა (მაშინ 25 წლის იყო), ის სახლში წვეულებაზე დაპატიჟა.

რეპის თქმით, როდესაც სტუმრები წავიდნენ, სპეისმა ის საწოლზე დააწვინა და თვითონაც მიუწვა.

 „ის ცდილობდა ჩემს შეცდენას... მივხვდი, რომ ჩემთან სექსუალური კავშირის დამყარება უნდოდა“, - თქვა რეპმა.

მისი თქმით, სპეისი უგონოდ მთვრალი იყო და ბიჭმა თავის დაღწევა მოახერხა.

მსახიობმა აღნიშნა, რომ მისი აღიარების მიზეზი ამერიკელი პროდიუსერ ჰარვი ჰაინშტაინთან დაკავშირებული სკანდალი გახდა.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე