კახა კალაძე საგზაო უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო
საქართველო, თბილისი - 12:54 | 30.10.2017 ნანახია: 1656
თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი, კახა კალაძე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საგზაო უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო.
კონფერენცია სახელწოდებით - „დღევანდელი მდგომარეობა და მომავლის ხედვა“ ორგანიზაციამ “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” პოლონეთის რესპუბლიკისა და შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოებთან ერთად გამართა.
ორგანიზატორებმა კახი კალაძეს ღონისძიებაზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადეს და არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს, ასევე, იმედი გამოთქვეს, რომ მისი სახით ქალაქს საგზაო უსაფრთხოების საკითხების აქტიური მხარდამჭერი ეყოლება.
საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კომენტარი მედიასთან გააკეთა. კალაძის თქმით, ამ სფეროში, რომელიც ბევრი მიმართულებისგან შედგება, მნიშვნელოვანია ცვლილებების განხორციელება, რისთვისაც კონსტრუქციული მიდგომები და მაქსიმალური ჩართულობაა საჭირო.
მისივე განცხადებით, ცვლილებების ფარგლებში მოხდება საზოგადოებრივი ტრასპორტის განახლება, მოძრაობის ახალი წესების შემოღება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაშიც ჩართული იქნებიან სამთავრობო უწყებები, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან.
კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ მსგავი კომპლექსური მიდგომა ქალაქში დღეს არსებულ მდგომარეობას რეალურად შეცვლის. მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი ასევე მიესალმება ავტომობილებისთვის სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღებას, რომელიც მომავალი წლიდან უნდა ამოქმედდეს.
„როგორც ქალაქის მერი, მზად ვარ ყველანაირი თანამშრომლობისთვის და ხელშეწყობისთვის ჩვენი მხრიდან, რათა ამ მიმართულებით გავაძლიეროთ მუშაობა; ჩვენ ვართ ორიენტირი ადამიანზე და ადამიანის კეთილდღეობაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აღნიშნულ თემას ასევე გამოეხმაურა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, არჩილ თალაკვაძე, რომელმაც კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის პროგრამულ ხედვებსა და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რასაც უსაფრთხო ქალაქის კონცეფცია მოიცავს.
მისი განცხადებით, ქალაქის ეკოლოგიური და ურბანული პოლიტიკა და ის რეფორმები, რომელიც ამ სფეროში უნდა განხორციელდეს, მნიშვნელოვან კავშირშია საგზაო უსაფრთხოებასთან.
„ახალი მერი საუბრობს ე.წ. შავ წერტილებზეც, სადაც საგზაო მოძრაობის რისკებია თავმოყრილი; უსაფრთხო ქალაქის კონფენციის ფარგლებში, მომავალი წლების განმავლობაში, დაგეგმილია მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის და სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარებას გულისხმობს“, - აღნიშნა შტაბის ხელმძღვანელმა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, კახა კალაძის საარჩევნო პროგრამა, რომელიც იზიარებს განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას, ქალაქში დღეს არსებულ გამოწვევებს შესაბამისად პასუხობს.
კონფერენციას ესწრებოდნენ ხელისუფლების, არასამთავრობო და კერძო სექტორის, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო პანელური დისკუსია საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე წამყვანი სამინისტროების წარმომადგენლების მონაწილეობით და თემატური სემინარი სამუშაო ჯგუფებში.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















