რკინიგზა: 30-31 ოქტომბერს ქუთაისი-ზუგდიდი და ქუთაისი-ბათუმის რეისები არ შესრულდება

საქართველო, თბილისი - 12:45 | 30.10.2017
ნანახია: 1160

,,საქართველოს რკინიგზა"  ინფრასტურუქტურული სამუშაოების გამო რამდენიმე რეისის მოხსნაზე განცხადებას ავრცელებს:

 „საქართველოს რკინიგზაში“ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით (ბროწეულა-კოპიტნარის გადასარბენზე გვირაბის მოწყობის გამო), 30-31 ოქტომბერს ქუთაისიდან და 31 ოქტომბერს და 01 ნოემბერს ზუგდიდიდან და ბათუმიდან, ორი რეისით მსვლელობიდან იხსნება ადგილობრივი ელექტრომატარებელები: №698/697 ქუთაისი-ზუგდიდი და №684/683 ქუთაისი- ბათუმი,"- ნათქვამია რკინიგზის დეპარტამენტის განცხადებაში. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე