,,PSP”-მ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ბიზნეს ჯილდო „სტივი ევორდსი“ მიიღო
საქართველო, თბილისი - 11:09 | 30.10.2017 ნანახია: 1741
ქართულმა კომპანია PSP-მ საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოვება „სტივი ევორდსზე“ ნომინაცია „წლის საუკეთესო რებრენდინგი“ გაიმარჯვა.
2017 წლის „სტივი ევორდსის“ გალა-დაჯილდოვება 21 ოქტომბერს ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში გამართა, სადაც PSP-ს ჯილდო „წლის საუკეთესო რებრენდინგი/განახლება“ გადაეცა. „PSP”-ს რებრენდინგის პროექტის კონცეფცია „უფრო მეტი, ვიდრე აფთიაქი“ გახდა. რებრენდინგმა ქართველი მომხმარებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და უკვე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
„სტივი ევორდსი“ ბიზნეს სივრცეში მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი, პრესტიჟული და საპატიო დაჯილდოვებაა. 200-ზე მეტი აღმასრულებელი დირექტორი ხმას აძლევდა მათთვის რჩეულ კომპანიას. მასში 60-ზე მეტი ქვეყნის სახდასხვა დარგის კომპანია იღებდა მონაწილეობას. წელს ჟიურის 3900 ნომინანტი კომპანიიდან მოუხდა საუკეთესოების არჩევა სხვადასხვა ნომინაციებში. PSP პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც „სტივი ევორდსზე“ ნომინაციაში „საუკეთესო რებრენდინგი“ გაიმარჯვა. სხვადასხვა დროს სტივი ევორდსის გამარჯვებულები არიან მსოფლიოს უდიდესი კომპანიები როგორიცაა ეფლი, ფორდი, პროქტერ გემბლი, სამსუნგი და ა.შ.
ექსპერტების შეფასებით PSP-ს რებრენდინგმა მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებული აღიარება და მოწონება დაიმსახურა: „ეს არის წარმატებული და შთამბეჭდავი პროექტი, რომელიც მთლიანად დარგის ბაზარს უბიძგებს განვითარებისკენ; ძალიან დასაფასებელია მომხმარებელზე ზრუნვა, რომელიც პროექტის ყველა ნიუანსში იგრძნობა“.
წლევანდელ გამარჯვებულებს შორის არიან მულტინაციონალური მეგაკომპაპიები, რომლებიც თავის საქმიანობას მთელ მსოფლიოში ახოციელებენ: Cisco (ტექნოლოგები), MSL Group (საერთაშორისო PR კომპანიების ქსელი, სათაო ოფისით საფრანგეთში); Telecom, DHL, ZOOM International, Micro Health, Pan America Energy, Union National Bank, University of Limerick და სხვ.
„სტივი ევორდსი“ 16 წლისაა უკვე და მას უწოდებენ „ოსკარს“ ბიზნესისთვის. ჩვენ ვეუბნებით ხალხს რომ ეს ყველაზე მნისვნელოვანი ჯილდოა და ხალხიც გვეთანხმება. ჩვენ ვიღებთ განაცხადებს ისეთი დიდი კომპანიებისგან, როგორიცაა აი-ბი-ემი, სისკო სიტემ, ჯენერალ მოტორსი, ეფლ კომპიუტერსი, ჰევლეტ პალარდი, გუგლი, ასევე სასტუმროები: მერიოტი, ჰაიატ, ჰილტონი. დიდი კომპანიები 5-6 ნომინაციაში მონაწილეობენ. ჟიური ინეტრნაციონალურია, მთელი მსოფლიოდან. ნომინაციას, რომელშიც „პსპ“ იყო, აფასებდნენ ჟიურის წევრები ამერიკიდან, ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, ავსტრალიიდან, ფილიპინებიდან, რაც დიდი მიღწევაა“, აღნიშნა „სტივი ევორდსის“ დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა მაიკლ გალაჰერიმ.
„ეს არის პირველი Stevie Awards ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ჯილდო დიდი მოტივაციაა „პსპ“-ს 5000 თანამშრომლისთის და მთლიანად ქართული ბიზნესისთვის“, აცხადებს „პსპ ჯგუფის“ დირექტორი გოჩა გოგილაშვილი.
“მთელი მსოფლიოდან შემოსულ განაცხადებზე მუშოაბა ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო; მე პირადად მაღალი ქულებით შევაფასე კრეატიული და განსაკუთრებული განაცხადები; რთულია გამოვყო რომელიმე დასამახსოვრებელი კომპანია, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი იყო ის პროექტები, რომლებშიც კომპანიებმა გლობალური მარკეტინგული პრობლემები წარმატებით გადაჭრეს“, აცხადებს ჟიურის წევრი, ჰუნგ კი კიმი, კორეის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















