„პატრიოტთა ალიანსი“ მთავრობის გადადგომას სახელმწიფო კანცელარიასთან მოითხოვს

საქართველო, თბილისი - 18:34 | 29.10.2017
ნანახია: 1203

„პატრიოტთა ალიანსი“ სახელმწიფო კანცელარიასთან, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, მჯდომარე აქციას მართავს. 

პარტიის ლიდერების განმარტებით, ალიანსის 100-მდე წევრი მთავრობის ადმინისტრაციასთან იქამდე იქნება, ვიდრე მთავრობა არ გადადგება.

მჯდომარე აქციის პარალელურად, ალიანსის მხარდამჭერები რჩებიან პარლამენტის შენობასთან და შიმშილობას განაგრძობენ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე