ექსკურსიაზე დაშავებული ბავშვებიდან ოთხი სამედიცინო დაწესებულებაში რჩება

საქართველო, თბილისი - 12:24 | 29.10.2017
ნანახია: 1414

ქედაში ექსკურსიაზე დაშავებული ექვსი ბავშვიდან ოთხი სამედიცინო ცენტრში რჩება. 

ერთ-ერთს, გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა, როგორც ექიმები აცხადებენ,  მისი მდგომარეობა, ჯანმრთელობის სტაბილურია. 

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეები ხულოდან ბათუმში ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ავტობუსის კარი გაიღო და ბავშვები გადმოცვივდნენ. 

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე