ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა უკრაინის უმაღლეს რადაში მეექვსე პლენარულ სესაის გამართვას
საქართველო, თბილისი - 11:31 | 29.10.2017 ნანახია: 1941
29 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე, კიევში, უკრიანის უმაღლეს რადაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის (ევრონესტის) საპარლამენტო ასამბლეა მეექვსე პლენარულ სესიას გამართავს. სესიის ფარგლებში ასამბლეის 4 კომიტეტის სხდომა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრები გაიმართება. ღონისძიებაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია თამარ ხულორდავას ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას.
2017 წელს ასამბლეამ შეიმუშავა რეზოლუციის პროექტები ისეთი მნიშვნელობის თემებზე როგორიცაა:
- ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში მედიის თავისუფლების მდგომარეობა
- ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ახალგაზრდობის უმუშევრობის შემცირება
- 2015 წლის პარიზის კლიმატური ცვლილების შეთანხმების განხორცილება ენერგო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
- შრომის ბაზარზე ქალთა დასაქმების მდგომარეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
ასამბლეა 24 ნოემბერს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებითაც იმსჯელებს და პარტნიორების ინტერესებისა და მოლოდინების გათვალისწინებით, სამიტის საყურადღებოდ, განცხადებას შეიმუშავებს. მიმდინარე წელს ასამბლეის ფარგლებში შეიქმნა ახალი სამუშაო ჯგუფი აღმოსავლეთ პარტნიორების სამი ასოცირებული ქვეყნის შემადგენლობით, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების თემაზე, რომელიც პირველ სხდომას უკრაინის სესიის ფარგლებში გამართვას და თანათავმჯდომარეებს აირჩევს.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა არის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო ინსტიტუტი, რომელიც ევროპარლამენტისა (60 წევრი) და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისაგან(10 წევრი თითოეული ეროვნული პარლამენტიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა. ბელორუსის მონაწილეობა დროებით შეჩერებულია). შედგება საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში 10 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრია. ასამბლეის ინაუგურაცია 2011 წლის 3 მაისს, ქ. ბრიუსელში შედგა.
ფორუმი ხელს უწყობს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს შორის პოლიტიკურ ასოცირებასა დაეკონომიკურ ინტეგრაციას საპარლამენტო კონსულტაციების და ევროინტეგრაციულ პროცესებზე ზედამხედველობისგზით. პლენარული სესია იმართება ყოველწლიურად მონაცვლეობით ბრიუსელსა და აღმოსავლეთ პარტნიორობისქვეყნებიდან ერთ-ერთ დედაქალაქში. ასამბლეა იღებს რეზოლუციებსა და რეკომენდაციებს ევროკავშირისინსიტუტების და პარტნიორი ქვეყნების ხელისუფლებების საყურადღებოდ;
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















