240 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა - პრემიერი

საქართველო, თბილისი - 13:25 | 27.10.2017
ნანახია: 1026

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 240 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დევნილები ბინებს თბილისში, გორში, რუსთავსა და ბათუმში მიიღებენ.

,,ჩვენ ვაგრძელებთ დევნილებისთვის საკუთრებაში საცხოვრებლის გადაცემას. 240 დევნილი ოჯახი დღევანდელი მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით თბილისში, გორში, რუსთავსა და ბათუმში მიიღებს ფართებს საკუთრებაში“, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ 2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართით 15 800 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე