წალენჯიხაში ქართველი მესაზღვრე გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 15:57 | 26.10.2017
ნანახია: 1128

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში, ქართველი მესაზღვრე გარდაიცვალა. 

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს იარაღი, სავარაუდოდ, შემთხვევით, თავად გაუვარდა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანება მიიღო. 

ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის საავადყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე