ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოძალვასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულები დამნაშავედ სცნო
საქართველო, თბილისი - 15:05 | 26.10.2017 ნანახია: 1118
                  ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოძალვასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულთა საქმის არსებითი განხილვა დაასრულადა ოთხივე მათგანი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით და 376-ე მუხლით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 03 საათზე, ბათუმში, რუსთაველისა და დუმბაძის ქუჩების კვეთაზე მდებარე დისკო-კლუბ „ვოგი"-ში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: ე. ბ., ე.ფ. და საქართველოს მოქალაქე მ.მ., თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს: ა.ა.-ს და ი.ო.-ს, ძალადობის მუქარით, რომელიც საშიში არ იყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, სძალავდნენ 9800 ლარს. იმავე ღამეს, დაახლოებით 03:30 საათზე, აღნიშნული პირები თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს: მ.ი.-ს, ჰ.შ.-ს, ე.ქ.-ს და ა.დ.-ს ძალადობის მუქარით, რომელიც საშიში არ იყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, სძალავდნენ დიდი ოდენობით ქონებას - 17100 ლარს. აღნიშნული მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობილი იყო ამავე დისკო კლუბის მფლობელის, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ბ.- სთვის, მან დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ე.ბ., ე.ფ. და მ.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (გამოძალვა ჩადენილი ჯგუფურად) და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით (გამოძალვა ჩადენილი ჯგუფურად დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) და დანაშაულთა ერთობლიობით ე.ბ.-სა და მ.მ.-ს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ცემისთვის და თვითნებობისთვის ნასამართლევ ე.ფ.-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5000 ლარი ჯარიმა განუსაზღვრა. ამავე განაჩენით, ს.ბ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) და 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
პოლიტიკა
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
 - საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს უგზავნის
 - ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად, ვაპირებ პროცესში ჩართვას, ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად - ნიკა გვარამია
 - დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
 
მსოფლიო
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
 - უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანეს
 - სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე - დონალდ ტრამპი
 - რუსეთი თუ ბრიუსელზე სარაკეტო იერიშს მიიტანს, ნატო მოსკოვს მიწასთან გაასწორებს - ბელგიის თავდაცვის მინისტრი
 
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
 - რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
 - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
 - ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
 
ბიზნესი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
 - „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
 - Michelin - საბურავების ფრანგული ბრენდი, რომელმაც საავტომობილო ინდუსტრია შეცვალა
 - MAN-ის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში „თეგეტას“ ორგანიზებით გაიმართა
 
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
 - საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
 - წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
 - აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
 
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
 - საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
 - საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
 - საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
 

















