შიდა ქართლში სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების, მათ შორის, საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის მოსამზადებელი სამუშაობი უკვე დაიწყო

საქართველო, თბილისი - 17:11 | 13.11.2015
ნანახია: 1742

შიდა ქართლში სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების, მათ შორის, საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის მოსამზადებელი სამუშაობი უკვე დაიწყო.

სტიქიით ზონებში დღეს იმყოფებოდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.

გიორგი ამაშუკელმა შიდა ქართლის გუბერნატორთან ზურაბ რუსიშვილთან ერთად დაზიანებული ობიექტები მოინახულა და დაზარალებულ მოსახლეობას გაესაუბრა. ამაშუკელის განცხადებით, სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად, რეგიონებში სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები. რეგიონებში სტიქიის ზონებში იმყოფებიან და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობენ. 

რეგიონებში სტიქიის შედეგად მიყენებულ ინფრასტრუქტურულ ზარალს მთლიანად მთავრობა აანაზღაურებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე