ლიკა ქავჟარაძე დღეს 58 წლის გახდებოდა

საქართველო, თბილისი - 11:11 | 26.10.2017
ნანახია: 4225

ქართული კინოს ვარსკვლავი ლიკა ქავჟარაძე დღეს 58 წლის გახდებოდა. მსახიობი 11 ოქტომბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლიკა 14 ოქტომბერს, ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს...

ლიკა ქავჟარაძის სამსახიობო კარიერა ადრეული ასაკიდან დაიწყო. ის 12 წლის იყო, როცა მოკლემეტრაჟიან ფილმ ,,შადრევანში" გადაიღეს. შემდეგ იყო: ,,როცა აყვავდა ნუში", ,,მშვენიერი კოსტიუმი" და სხვა...

კინოში განსახიერებული 30-მდე როლის მიუხედავად, მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული და აღიარება მას თენგიზ აბულაძის ,,ნატვრის ხეში" შესრულებულმა მარიტას როლმა მოუტანა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე