ბათუმის ,,დინამოს'' ახალი მწვრთნელი ასლან ბალაძე იქნება

საქართველო, თბილისი - 17:41 | 24.10.2017
ნანახია: 1801

ბათუმის ,,დინამოს" სეზონის ბოლომდე ასლან ბალაძე გაწვრთნის, - ამის შესახებ ,,პირველ არხს'' ბათუმელთა სპორტულმა დირექტორმა, მალხაზ მახარაძემ განუცხადა.

,,სეზონის ბოლომდე გუნდს ასლან ბალაძე გაწვრთნის, რომელსაც იური მამინაშვილი დაეხმარება. ორივე მათგანი გუნდში წლები მუშაობდნენ და იმედია, ,,დინამოს” ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანენ”, – ამბობს მახარაძე.

57 წლის ასლან ბალაძე 2-ჯერ იყო ბათუმის ,,დინამოს” მთავარი მწვრთნელი, მუშაობდა საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში. მოლო პერიოდში ბათუმური კლუბის სისტემაში მუშაობდა.

ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ ფროლოვმა თანამდებობა დატოვა. მიზეზი ბოლო პერიოდში გუნდის წაგებული მატჩები გახდა. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე